დარასელია ვიტალი კუხინის ძე

 

 

ვ. დარასელია

დარასელია ვიტალი კუხინის ძე (9. X. 1957, ოჩამჩირე, – 13.XII. 1982, თბილისი), ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981).

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1967 ოჩამჩირის ბავშვთა სპორტ. სკოლაში, შემდეგ თამაშობდა ადგილ. „ამირანში", 1975-იდან – თბილ. „დინამოში". იყო სსრკ ჩემპიონი (1978), ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, სსრკ თასისა (1976, 1979) და ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი (ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლის ავტორი), ევრ. ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის (1980).

1982 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ჩატარებული აქვს სსრკ ჩემპიონატებში 192 მატჩი (გაიტანა 26 გოლი), თასზე – 25 (4), საერთაშ. – 50(10), მ.შ. ევრ. საკლუბო ტურნირებში – 25(3).

4-ჯერ იყო დასახელებული სსრკ ფეხბურთელთა სიაში: „33 საუკეთესო".

დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში.

ლიტ.: ლ ო ლ ა ძ ე დ., ვიტალი დარასელია, თბ., 1983.

ნ. გუგუშვილი