დანიბეგაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე (XIX ს. 20-იანი წწ. – 90-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1882).
ირიცხებოდა კავკ. არმიაში. 1871 მიენიჭა გენ.-მ. წოდება. 1874–78 იყო თერგის კაზაკთა ჯარის მე-2 სამხ. განყ-ბის ატამანი. კაზაკთა ჯარის სხვადასხვა ბრიგადის მეთაური.
მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუს.-ოსმ. ომებში (1877–78).
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ოქროს ხმლით „მამაცობისათვის".