დეკანოზიშვილი ვასილი

დეკანოზიშვილი ვასილ (ვასო) (გ. 1878), რევოლუციონერ-ხალხოსანი, გორის ხალხოსნური წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

პროპაგანდას ეწეოდა გორის მაზრის სოფლებში. 1876 წ. 6 ოქტ., ქართვ. ხალხოსანთა მასობრივი დაპატიმრების დროს, ახალციხეს შეაფარა თავი. 1877 თბილისში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური საქმიანობა.

1878 დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც პატიმრებში ავრცელებდა თავისსავე დაწერილ რევ. შინაარსის ლექსებსა და პროკლამაციებს. ტუბერკულოზით დაავადებული დ. ციხიდან გამოუშვეს.

მისი დაკრძალვა გორში საპროტესტო მანიფესტაციად გადაიქცა.

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870–1902), წგ. 1, ტფ., 1929; დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი შ., ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში ტფ., 1933; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.

ზ. შველიძე