აბააჟვახუ, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ღვადის თემში (აფხაზეთის არ), კოდორის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ცხენისწყლის სათავესთან. ზ. დ. 200 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ. სოფლის მახლობლად შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ციხე-კოშკის ნანგრევები და ციხის პატარა ეკლესია.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.