ახალსოფელი

ახალსოფელი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის თემში (შიდა ქართლის რეგიონი) დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. სურამულის (ფცის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 680 მ, ხაშურიდან 6,5 კმ. 137 მცხ. (2014).

სოფლის სამხრ-ით, 1 კმ-ზე, გვიანდ. შუა საუკ. ნამოსახლარია. იქვე დგას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები იმავე ხანის მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის აღმ-ით 1 კმ-ზე გვიანდ. შუა საუკ. ნამოსახლარია.