ახალსოფელი

ახალსოფელი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) მდ. საგამის (ივრის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გოჯიაანები, ჩაბანო, კაწალო, ჭიაურა, ხაიშო). ზ. დ. 1160 მ, თიანეთიდან 5 კმ. 226 მცხ. (2014).