დაჩი X ს. ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი.
ქართულად თარგმნა ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა თარგმანების, ანუ კომენტარის X ნაწილი (შედის 973–976 გადაწერილ შატბერდის კრებულში, ხელნაწერი s-1141). თარგმანს წინ უძღვის სტეფანე მტბევრისადმი მიწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ-ს ბერძნულის უცოდინრობის გამო ფსალმუნი სომხურიდან გადმოუღია.
წერილის თანახმად, მას უთარგმნია მხოლოდ 7 ფსალმუნის კომენტარი, ქართ. ტექსტი კი 15 ფსალმუნის თარგმანებას შეიცავს. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი ფსალმუნების კომენტარებიც დ-მ თარგმნა.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X საუკუნეებში, თბ., 1944; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
მ. შანიძე