ალექსანდრე (სანდრო) ალექსანდრეს ძე (20. XI. 1917, თბილისი, – 23. IX. 1972, ქ. ხაბაროვსკი), ცირკის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1969).
სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. დაბადებიდანვე უხელო იყო (ატარებდა პროთეზს). დ. საცირკო ნომრებს ხელების მაგივრად ფეხებით ასრულებდა. თავისი ორიგინ. შესრულების მანერით 35 წელზე მეტ ხანს ემსახურა საცირკო ხელოვნებას.
II მსოფლიო ომის პერიოდში იგი საცირკო ბრიგადასთან ერთად ხშირად გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე.
გადაღებულია მხატვრულ ფილმებში.
ა. გვენცაძე