დადეშქელიანი ოთარ მიხეილის ძე

დადეშქელიანი ოთარ მიხეილის ძე (დ. 21. VIII. 1923, ნოვოჩერკასკი), ბალეტმაისტერი, რეჟისორი. რსფსრ დამს. (1961) და ბელორუსიის სახ. არტისტი (1977).

დაამთავრა მოსკ. თეატრ. ხელოვნების სახელმწ. ინ-ტი (1956, პედაგოგი ა. შატინი). 1956–57 იყო გორკის, 1958–64 – ჩელიაბინსკის, 1965-იდან – მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის მთ. ბალეტმაისტერი, 1971-იდან – ამავე თეატრის მთ. რეჟისორი, 1975-იდან – გორკის თეატრის მთ. რეჟისორი.

დადგა ი. ლაპუტინის „მასკარადი" (1956, ლიბრეტო ო. დადეშქელიანისა, სადიპლომო ნაშრომი), ე. გლებოვის „გულის სწორი" (1970, ორივე ნოვოსიბირსკის თეატრი), ფ. იარულინის „შურალე", გ. მუშელის „ბედნიერების ყვავილი" (ორივე 1959); ს. პროკოფიევის „ქვის ყვავილი" (1960), „რომეო და ჯულიეტა" (1963); ს. ბალასანიანის „შაკუნტალა" (1963), ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი" (1964), ე. გლებოვის „ალპური ბალადა" (1967), „ტილ ულენშპიგელი" (1974, მინსკის თეატრი) და სხვ.

ა. ჩხეიძე