დარჩიაშვილი დავით შანშეს ძე

დარჩიაშვილი დავით შანშეს ძე (16. XII. 1960, თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (2002).

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1987), ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი (გერმანია, 2001).

1990–91 იყო ქართვ. ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი და გაზ. „ქართველი ერის" (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი. 1991–2004 იყო თსუ-ის რუს. ისტ. კათედრის მეცნ. თანამშრომელი, საქართვ. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო" აღმასრ. დირექტორი (2004–08).

არის სამხ.-სამოქ. ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინ-ტი) დირექტორი (1997 წლიდან), ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2006-იდან), საქართველოს პარლამენტის წევრი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2008).

ავტორი მონოგრაფიისა: „ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი" (2000).