დარჩიაშვილი ვლადიმერ (ლადო) ივანეს ძე

ვ. დარჩიაშვილი 

დარჩიაშვილი ვლადიმერ (ლადო) ივანეს ძე (1872, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 7. V. 1916, სოფ. შოხა, გერმანია), პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი.

სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს აკრძალული ლიტერატურის კითხვისათვის. 1898–1905 სწავლობდა საზღვარგარეთ (პარიზი, ბრიუსელი). დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. იყო იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, „მესამე დასის" წევრი და პირველი კონფერენციის მონაწილე.

აქტიურად თანამშრომლობდა გაზ. „კვალთან". იყო სოც.–დემოკრ. გაზეთების „სხივისა" და „სიმართლის" ფაქტობრივი რედაქტორი.

დ. იზიარებდა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეას, რის გამოც უთანხმოება ჰქონდა თავის თანაპარტიელებთან.

1908 წელს გამოსცა ჟურნ. „ალიონი".

პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინტერნირებულ იქნა.

გარდაიცვალა ტყვეობაში.

დ. შველიძე