დარჩია მამია დომენტის ძე

დარჩია მამია დომენტის ძე (დ. 2. II. 1929, თბილისი), პედაგოგი. პროფესორი (1985), საქართვ. პედ. საზ-ბის თავ-რე (1993-იდან).

1954 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: იყო თსუ-ის კადრების განყ-ბის გამგე (1967–71), პრორექტორი ადმ. დარგში (1971–75), გორის პედ. ინ-ტის პედაგოგიკა-ფსიქოლ. კათედრის გამგე (1976–80), საქართვ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის დირექტორი (1981–85), რესპ. განათლების მინისტრის მოადგილე (1985–93).

1993-იდან საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზ. აზრის ინ-ტის რექტორი და სამინისტროს კოლეგიის წევრი, ხოლო 1994-იდან საქართვ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის პედ. კათედრის პროფესორი.

თხზ.: გაიოზ რექტორი, თბ., 1961; პედაგოგიკის სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1971 (თანაავტ.); საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, თბ., 1987 (თანაავტ.).