დანელია ამირან იოსების ძე (15. III. 1923, ფოთი, – 6. II. 1979, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (10. IV. 1945).
გვარდიის უფროსი სერჟანტი (მსროლელი-მეტყვიამფრქვევე). 1939 დაამთავრა ფოთის საზღვ. სასწავლებელი.
1942 ივნისიდან მოქმედ არმიაში იყო. ბერლინის შტურმის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.
დემობილიზაციის (1947) შემდეგ მუშაობდა ფოთში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ტ. ჩინჩილაკაშვილი