დანელია ანა ნიაზის ასული (დ.13. X. 1975, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2002).
დ-მ ადრევე გამოავლინა განსაკუთრებული მათ. ნიჭი, უკვე 18 წლის ასაკში ჰქონდა მიღებული სამეცნ. შედეგი რიცხვთა თეორიაში, ხოლო ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი მიენიჭა 27 წლის ასაკში.
1997 დაამთავრა თბილისის სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი.
1999–2006 იყო საქართველოს ტექ. უნ-ტის თანამშრომელი, 2006-იდან თბილისის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორია. მისი სამეცნ. შრომები ეძღვნება ჰარმონიული ანალიზის პრობლემებს, კერძოდ, შეუღლებულ ფუნქციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.