დანელია გიორგი სერგის ძე (25. IV. 1923, თბილისი, - იანვარი, 2013, იქვე), პათოლოგანატომი. სამეანო-გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1978), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990).
1946 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1947-იდან მუშაობს კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1950-იდან განაგებს პათომორფოლოგიის განყ-ბას. იმავდროულად 1969–90 ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრ. პათომორფოლოგიის ლაბორატორიას.
1970–85 საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. სპეციალისტია (ნეონატოლოგ-პათოანატომი). შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრ. ნერვული სისტემისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიასა და ორსულთა სიკვდილის მიზეზებს.
1962–88 გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისათვის – „თრომბოჰემორაგიული სინდრომის თეორიის შექმნა, აღნიშნული სინდრომის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება და მათი კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა" მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1990).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
თხზ.: Некоторые количественные морфологические характеристики структурных перестроек в органах плодов и новорожденных, Сборник материалов симпозиума морфологического и математического моделирования патологических процессов, Кутаиси, 1980.