დანელია ნიკოლოზ თედორეს ძე [15(28). IX. 1905, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 27. IX. 1977, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967).
1931 დაამთავრა ამიერკავკ. საინჟ.-მელიორ. ინ-ტი თბილისში და იქვე დაიწყო მუშაობა. 1932–38 მუშაობდა მოსკოვში ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად, 1938–45 – ნორილსკის სამთო მეტალ. კომბინატში (1942-იდან ამ კომბინატის წყალმომარაგების პროექტის ავტორი და მთ. ინჟინერი), 1945–48 იყო ბულაჩაურის წყალსადენის სისტემის მშენებლობის მთ. ინჟინერი.
1948–61 ხელმძღვანელობდა საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჰიდროტექ. ლაბორატორიას. 1962–76 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ჰიდრავლიკურ და ჰიდროტექ. ნაგებობათა კათედრის გამგე, ხოლო 1976-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის ჰიდრავლიკის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კათედრის გამგე. მისი შრომები უმთავრესად ეხება წყალმიმღებ ნაგებობათა მშენებლობის საკითხებს. საქართველოში სარწყავი სისტემების მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ჰიდრავლიკა (სახელმძღვანელო), თბ., 1972; Водозаборные сооружения на реках с обильными донными наносами, М., 1964; Новые водозаборные сооружения и водохранилища на горных и предгорных участках рек, М., 1975 (თანაავტ.).