დალაქიშვილი მიხეილ სიმონის ძე

დალაქიშვილი მიხეილ სიმონის ძე [15(28). VIII. 1904, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1983, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. კანდიდატი (1939), დოცენტი (1940).

დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1931). 1956–74 იყო საქართვ. ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი.

1949–50 დას. საქართვ. დაბლობ რ-ნებში საშემოდგომო ხორბლის შესწავლასა და წარმოებაში მათი შედეგების დანერგვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნ. ნაშრომებისათვის 1951 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია.

აქვს 3 გამოგონება სასათბურე მეურნეობაში თერმული წყლების გამოყენების დარგში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

გ. თოდუა