დალაქიშვილი ნოდარ ოთარის ძე

ნ. დალაქიშვილი

დალაქიშვილი ნოდარ ოთარის ძე (დ. 18. III. 1950, გორი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2001).

1972 დაამთავრა გორის პედ. ინ-ტი, 1992 – სსრკ შს სამინისტროს მოსკ. მილიციის უმაღლესი სკოლა. 1994–96 მუშაობდა გორის შს სამმართველოს უფროსად, 1996–2002 იყო საქართვ. შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეოს მთ. სამმართველოს უფროსი.

საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი (2001), დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1999).

ლ. დოლიძე