დოჭვირი ბესარიონ მიხეილის ძე

დოჭვირი ბესარიონ მიხეილის ძე (დ. 28. IX. 1938, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), აფხაზეთის მეცნ. აკად. წევრი (2007).

დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1964). მუშაობდა უმაღლეს ეკონ. სკოლაში (ბერლინი, გერმანია, 1972–73), ფ. შილერის უნ-ტში (ქ. იენა, გერმანია, 1992–95), 1968-იდან მუშაობს თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტზე, 2006-იდან – თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე.

კვლევის სფეროა: შემთხვევით პროცესთა ოპტიმალური გაჩერება, ფინანსური მათემატიკა.

დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1999).