დოჭვირი ჯუმბერ ნიკოლოზის ძე (დ. 25. VII. 1946, ქუთაისი), ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2002).
1969 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო იქვე, სამრეწვ. საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრაზე. 1974-77 სწავლობდა ლენინგრადის ელექტროტექ. ინ-ტში.
1978-იდან ეწევა პედ. საქმიანობას სტუ-ის ელექტრომოწყობილობათა კათედრაზე. დ-ის სამეცნ. კვლევის თემაა: მრავალლილვიანი მექანიზმებისათვის შედგენილი მრავალძრავიან ამძრავთა სისტემების შესწავლა, დანერგვა და გამოყენება.
გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო.