დომენტი

დომენტი (ჯ ა ნ დ ი ე რ ი შ ვ ი ლ ი), არქიმანდრიტი, კალიგრაფი, მოსკოვის ქართული ახალშენის აქტიური მოღვაწე XVIII ს. I მესამედში, დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) კარის წინამძღვარი.

1726 მოსკოვში დაასრულა „სადღესასწაულოს" სლავურთან შეჯერება და აღწერა იგი სრული თვენით, გალობებით, სვინაქსარით, „სადღესასწაულოს მეტაფრასით, ოთხითა და იბაკოთი (სადღესასწაულო სათქმელები)".

მისი გადაწერილი ჩანს „ქრონოგრაფის" ერთი ნუსხაც. გასწორებული და გამრავლებული აქვს საღვთისმეტყველო ლიტ-რის მრავალი ძეგლი.

ფ. სიხარულიძე