დომბაიულგენი

დომბაიულგენი, უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. სამხრ. პტიშის (ჩხალთის მარცხ. შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე ზ. დ. 3085 მ.

აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვ. შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხ. შენაკადი) აუზებს.

დ. უკლება