დიხამინჯია ოთარ ბუხუტის ძე

დიხამინჯია ოთარ ბუხუტის ძე (15. IX. 1911, ქუთაისი, – 9. XI. 1997, იქვე), ლოტბარი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1986).

1935 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი, იმავდროულად სწავლობდა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიასა და ხალხ. შემოქმედების რესპ. სახლთან არსებულ საგუნდო-სადირიჟორო კურსებზე. ინ-ტში სწავლის დროს ხელმძღვანელობდა მომღერალ სტუდენტთა გუნდს, 1948-იდან – მარტვილის რ-ნში მოქმედ სხვადასხვა გუნდს (სოფლების ბანძის, მუხურჩის, გაჭედილისა და სხვ. კულტსახლებს).

დ. სიმღერების („მერცხალი", „მდინარე", „ბულბული", „სულის ყვავილო", „გახსოვს, მერი", „თერგი რბის") ტექსტების ავტორიცაა, შემსრულებლები იყვნენ დები იშხნელები, რესპ. მხატვრული კოლექტივები. აღადგინა და დაამუშავა მრავალი ხალხ. სიმღერა.

ლიტ.: გ ე გ ე ჭ კ ო რ ი ლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, თბ., 1969; М ш в е л и д з е А. С., Грузинская народная музыка, М., 1969.