არსენიშვილი კონსტანტინე იერონიმეს ძე [4 (17). IX. 1907, ქუთაისი, – 17. VII. 1968, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1930 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკ-ტი. 1931–68 მუშაობდა საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1952–57 იყო ამავე ინ-ტში ჰიდროტექ. ნაგებობათა, ხოლო 1960 – 68 წყალმომარაგების განყ-ბის გამგე, შეთავსებით მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ჰიდროტექ. კათედრის გამგედ (1954–59). ა-ის კვლევის შედეგები თავმოყრილია წიგნში „ტალღური დინებები ღია დიდქანობიან არხებში“ (1970, რუსულად გამოიცა 1961, ინგლისურად – 1965). ა-ის დამუშავებული უტალღო ჰიდროტექ. არხების აგების მეთოდების საფუძველზე აშენდა ტყიბულის ჰესის სწრაფსადენი, იგოეთისა და აზერბ. საირიგაციო სისტემები. ა-ის დამუშავებული არხების პროფილები და სხვა რეკომენდაციები შეტანილია აშშ ჰიდროტექ. ნაგებობათა დაპროექტების სტანდარტებში.