არსენიშვილი გიორგი ლონგინოზის ძე (5. I. 1942, სოფ. ხირსა, სიღნაღის მუნიციპ., – 17. IX. 2010, თბილისი), მათემატიკოსი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1995), პოლიტიკოსი. 1966 დაამთავრა თსუ. 1969–70 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, 1970-იდან – თსუ-ში. 1973–74 სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნ-ტში. 1977–82 იყო თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის დეკანი, 1981–97 – მათ. მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე. ა-ის ძირითადი შრომები ეძღვნება ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტიკას, მასობრივი მომსახურების თეორიას, მათ. მეთოდების გამოყენების ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში და სხვ. იყო კავშირგაბმულობის საერთაშ. აკად. ნამდვილი წევრი (1996), საქართვ. საინჟინრო აკად. წევრი. 1995–2000 ა. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთის რეგიონში. 2000–01 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2001 დეკემბრიდან 2004 ბოლომდე იყო საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ავსტრიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის სახელმწიფოებში. 2004–06 აირჩიეს საქართველოს ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ, 2006–07 – საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ. 2009-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავ-რე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010).