დამპალა ისტორიული პუნქტი კახეთის სამეფოში.
ვახუშტი ბატონიშვილი დ-ს „იორის მდინარისათვის და მის ქვეყანათა" აღწერისას ახსენებს. იორის პირას მდებარე დ-ში ყოფილა კახეთის მეფეთა სასახლე „საზამთროდ ნადირობისათვის, არჩილ ა∼მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა".
ვახუშტი ბატონიშვილს დ. კახეთის სოფლების სიაში, როგორც დასახლ. პუნქტი, შეტანილი არა აქვს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ზ. ცინცაძე