დალარი

დალარი უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების დალარისა (ნენსკრის მარჯვ. შენაკადი) და უზუნკოლის (ყუბანის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 3291 მ.

აგებულია კრისტალური ქანებით. დამახასიათებელია ალპ. და სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.