დავით ქსნის ერისთავი, (გ. 1700), ერისთავი 1696–1700. დანიშნა ერეკლე I-მა მისი ბიძაშვილის, დათუნა ქსნის ერისთავის გადაყენების შემდეგ.
დათუნას დედის წაქეზებით მოკლეს აჯანყებულმა ქსნისხეველებმა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
გ. ჯამბურია