დავით ქსნის ერისთავი (გ. 1774), ერისთავი 1753–74. მხარს უჭერდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.
თავი გამოიჩინა ხუნ-ძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მჭადიჯვრის (1754) და ყვარლის (1755) ბრძოლებში. 1755 მონაწილეობდა ერეკლე II-ის ლაშქრობაში გამდგარი ხევსურეთის წინააღმდეგ.
შემდეგ, როგორც ჩანს, თანაუგრძნობდა ერეკლე II-ის ოპოზიციას. 1770 მეფესთან დააბეზღეს. ამხილეს როგორც მოღალატე, მაგრამ თავი გაიმართლა.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
გ. ჯამბურია