დინარი

დინარი (ლათ. Denarius – დენარი), ოქროს მონეტა არაბულ სამონეტო სისტემაში.

თავდაპირველად დ . ბიზანტიის იმპ. ჰერაკლეს ოქროს მონეტის ასლი იყო. არაბი ხალიფას აბდ-ალ-მალიქის სამონეტო რეფორმის (695–697) შემდეგ დ-მა სახე იცვალა და მუსლ. იერი მიიღო.

შუბლსა და ზურგზე გამოსახულია რელიგ. ფორმულები და მოჭრის თარიღი. VII ს. ბოლოსათვის დ-ის მასა იყო 4,25 გ.

ლიტ: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9); S c h r ö t t e r F., Wörterbuch der Münzkunde, B., 1930.

ი. ჯალაღანია