დავით მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ირაკლი რომანის ძე მ ა ხ ა რ ა ძ ე) (დ. 3. II. 1960, ქ. თბილისი), სასულიერო მოღვაწე.
1981 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტექტურის ფაკ-ტი. 1981–83 მუშაობდა „ქართულ ფილმში" და ძეგლთა დაცვის სამმართველოში. 1984-იდან გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. 1986–87 წწ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დ. მ-მა მოამზადა მაკეტი და დაიწყო სახარების ნუსხურად გადაწერა ეტრატზე (ხბოს ტყავზე, ზომა 150 სმ × 80 სმ ). მისი ხელნაწერია თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებული ოქროჭედური ოთხთავის მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი.
1988 წ. 23 ნოემბერს დ. მ. დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის შემდეგაც დაინიშნა გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად. 1991 წ. 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა. 1992 წ. 24 მაისს წმ. სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 1992-იდან 1993 წ. 28 აგვისტომდე ბოდბის ეპარქიას განაგებდა.
1992–93 ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ხოლო 1993 სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.
1996 წ. 25 დეკემბერს დ. მ-ს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხი. 1988-იდან არის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარე, 2003 თებერვლიდან – საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, 2006-იდან – გალობის ცენტრის თავმჯდომარე, ხოლო 2009- იდან – საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
2010 წ. 24 ოქტომბერს კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2010-ის" ნომინაციაში „რესტავრაცია-რეკონსტრუქცია" გაიმარჯვა პროექტმა „ალავერდის მონასტრის მარანი", რ-იც დ. მ-ს უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2008).