დავითიანი არჩილ ივანეს ძე (27. XII. 1917, სურამი, – 30. I. 1987, თბილისი), სომეხი მთარგმნელი.
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მისი პირველი წერილი 1937 ჟურნ. „ოქტომბერში" გამოქვეყნდა. დ-მა ქართ. ენაზე თარგმნა ა. შირვანზადეს, მურაცანის, რაფის, ნარ-დოსის, ჰ. თუმანიანის, ს. ზორიანის, რ. ქოჩარის, გ. მაჰარის, ს. ხანზადიანის, ბ. სეირანიანის და სხვა სომეხი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების თხზულებანი. სომხ. ენაზე თარგმნა (ბ. სეირანიანთან ერთად) ნ. დუმბაძის ნაწარმოებები.
ჯ. თითმერია