დავითიანი აკაკი, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 15. III. 1980, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1947). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის (ენიმკი) ქართველურ ენათა განყ-ბის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1947–48), მასწავლებელი მესტიის რ-ნისა და თბილ. სკოლებში (1948–54), ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1954–56), საქართვ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნ.– კვლ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1955–60).
1960-იდან სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრაზე. დ-ის გამოკვლევები ეხება ქართ. ენის სტრუქტურისა და სკოლაში მისი სწავლების მეთოდიკის საკითხებს. იყო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართ. ენის სინტაქსის საკითხების კვლევაში.
თხზ.: ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1966; ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1973; პრაქტიკული ვარჯიშობა ქართულ ენაში, თბ., 1977.