დავითი

დავითი, კახეთის მთავარი 976–1009, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რ-იც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა.

დ-ს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა გაერთ. საქართვ. მეფე ბაგრატ III-ს , რ-იც კახეთ-ჰერეთის შემოერთებას ცდილობდა. 1008 დ. იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი).

ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, ჰერეთი განუდგა და დ-მა იგი კვლავ კახეთს შეუერთა.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

თ. პაპუაშვილი