დავითი „პროვინციის მეფე" 1354–82, ანდრონიკე „პროვინციის მეფის" ძე, დავით VIII-ის შვილიშვილი.
დ-მა 1382 სიგელით მამულები უბოძა ოქროს საყდარს, მასში აღნიშნულია დ-ის ზეობის 28-ე ინდიქტიონი, რ-ის მიხედვითაც დ-ის „მეფობა" 1354-იდან უნდა იწყებოდეს. ამავე სიგელში დასახელებული არიან მისი შვილები – გიორგი და ალექსანდრე ბაგრატიონები. ანდრონიკე „მეფეს" ორი ვაჟი ჰყავდა: დ. და გიორგი ალასტანელი, ორივეს „პროვინციის მეფობაზე" ჰქონდა პრეტენზია, ამიტომ სამფლობელო მამულები განაწილდა.
გიორგის, როგორც უფროსს, მიუღია სამფლობელოების ძირითადი ტერიტორიები – სამხრ. რეგიონი ცენტრ. ალასტანითურთ. აქედან გამომდინარე, მიიღო მან ზედწოდება „ალასტანელი", დ. თავისი მამის სამფლობელოებსაც დაეუფლა შიდა ქართლში. 1382 შემდეგ მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ლიტ.: ნ ი ნ ი ძ ე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.
დ. ნინიძე