დავითი (წ ე რ ე თ ე ლ ი) (1781– 14. II. 1853), საეკლესიო მოღვაწე, გენ.-მ. ზ. ქ. წერეთლის ვაჟი.
1796 ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში. 1804 ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტი (წინამძღვარი) გახდა. დიდი ამაგი დასდო ჯრუჭის ქართ. კულტ. კერას.
1804 არქიეპისკოპოსად აკურთხეს, მალე მიტროპოლიტის ხარისხი მიიღო. 1829 დანიშნეს მიტროპოლიტად სამეგრელოში, სადაც რამდენიმე ეკლესია ააშენა. თავადაზნაურობის მოთხოვნით, 1843 დ. იმერეთის საეკლ. საქმეებს ჩაუყენეს სათავეში, იქვე მოღვაწეობდა სიკვდილამდე.
დასაფლავებულია ჯრუჭის მონასტერში – წერეთელთა საგვარეულო სასაფლაოზე.
ფ. სიხარულიძე