დავით V, საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე.
უფლისწულობაში დიდებულ აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რ-საც უმცროსი ვაჟის – გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია საწადელს.
დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დ. V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რ-მაც ტახტის მემკვიდრე გიორგი (შემდგომ გიორგი III ) თანამოსაყდრედ დაისვა.
ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).