დადუნაშვილი არჩილ სერაპიონის ძე

დადუნაშვილი არჩილ სერაპიონის ძე (16. X. 1916, ქუთაისი, – 30. VIII. 1997, იქვე), ენერგეტიკოსი, ხელსაწყოთმშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1978), გამომგონებელი (1991). ტექ. მეცნ. კანდიდატი (1962).

1940 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. 1932 წ. 16 წლისამ მუშაობა დაიწყო რიონჰესის მშენებლობაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947–69 მუშაობდა „საქენერგოს" დას. საქართვ. ენერგოსისტემაში. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დას. საქართველოში არსებული ენერგოსისტემის რეკონსტრუქცია, აშენდა ახ. ობიექტები, მოხდა მათი ავტომატიზაცია. სისტემაში დაინერგა მისი გამოგონებები.

1969–91 მუშაობდა ქუთ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად. 1958-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, აქვს 39 გამოგონება.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.