დავით II

დავით II (გ. 937), ქართველთა მეფე 923–937, ადარნასე II-ის ძე, მაგისტროსი. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი.

მის დროს ქართველთა სამეფოში ატეხილი შინაფეოდ. შუღლით ისარგებლა ბიზანტ. იმპ. რომანოზ I-მა და არტანუჯის ციხე დაიკავა, მაგრამ დ. II-მ და გურგენ IV ერისთავთერისთავმა შეძლეს ციხის უომრად დაბრუნება.

წყარო: კონსტანტინე პორფიროგენეტი, De administrando imperio, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952. იხ. აგრეთვე სტ-თან დ ა ვ ი თ III.

მ. ლორთქიფანიძე