„დროშა“, ჟურნალი. მის წინამორბედად მიიჩნევენ ნ. ნიკოლაძის მიერ პარიზში დაარსებულ გაზეთ „დ-ს", რ-ის პირველი ნომერი 1873 დაიბეჭდა. 1911 თბილისში ამხანაგობა „სორაპანის" სტამბაში დაიწყო „დ-დ" წოდებული პოლიტ. და ლიტერატურული გამოცემის ბეჭდვა, რ-იც სარეკლამო გამოცემა იყო (რედ. გ. გაჩეჩილაძე).
მალე მან შეწყვიტა არსებობა და 1923 გამოვიდა ორკვირეული, სამხატვრო-სალიტერატურო, დასურათებული ჟურნ. „დ." (რედ. მ. კახიანი). 1950 ჟურნალი კვლავ დაიხურა და მხოლოდ 1951 განაახლა მუშაობა გ. აბაშიძის რედაქტორობით. ამ წლიდან მოყოლებული ჟურნალი საზ.- პოლიტ. და ლიტ.-პუბლიცისტური ილუსტრირებული გამოცემაა.
1951-იდან ჟურნალის რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ა. მირცხულავა, ა. ძიძიგური, გ. ნატროშვილი, რ. მარგიანი, ხ. ბერულავა, ო. ქინქლაძე, ჯ. ჩარკვიანი. იმდროინდელი „დ-ის" რედაქციასთან თანამშრომლობდნენ: კ. გამსახურდია, ს. კლდიაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, კ. კალაძე, რ. ინანიშვილი, ბ. ოკუჯავა და სხვანი. „დ-თან" ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი: ი. აბაშიძე, შ. ნუცუბიძე, შ. ამირანაშვილი, ვ. კუპრაძე, ე. ხარაძე, ვ. ბერიძე, ე. ახვლედიანი და სხვ.
1998 ჟურნალმა თავისი არსებობის 125-ე წელი აღნიშნა. ბოლო წლებში „დ-ის" მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ჯ. ჩარკვიანი (რედ.), გ. ბახტაძე, დ. ნოდია, ი. შარიქაძე, ვ. გვეტაძე, ც. არდაშელია, თ. სამსონაძე, მ. ცეცხლაძე, ჯ. მეხრიშვილი, ნ. კუპრეიშვილი, ე. ჩილაჩავა, ც. სიჭინავა, ნ. შარიქაძე და სხვ. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ნ. თათარაშვილი, ზ. კვანტრიშვილი, თ. ნინიძე, ე. შენგელაია, ზ. წერეთელი, თ. ჭილაძე.
2003-იდან ჟურნალმა შეწყვიტა არსებობა, თუმცა მალევე, ჯ. ჩარკვიანის პროექტით თ. ჩარკვიანმა საკუთარი სახსრებით გამოსცა განახლებული ჟურნალი „ქართული დროშის" სახელწოდებით გამოიცა ჟურნალის 4 ნომერი. „ქართული დროშა" უსახსრობის გამო იმავე წელს კვლავ დაიხურა.
ე. ჩილაჩავა