დუღაშვილი ირაკლი ფარნაოზის ძე

დუღაშვილი ირაკლი ფარნაოზის ძე (დ. 27. VII. 1957, ქ. ოზურგეთი), გენერალ-მაიორი (2000).

1979 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტი, 1995 – საქართვ. ეკონ. აღორძინების კავშირის თბილ. ბიზნესის ინ-ტი, 1998 – საქართვ. დიპლ. აკადემია.

არის არქიტ. მეცნ. კანდიდატი. 1985–96 მუშაობდა საქართვ. სახ. კონტროლის კომიტეტში, შემდეგ – საქართვ. კონტროლის პალატაში, თავდაცვის, სამართალდამცავ ორგანოთა და დიპლ. დაწესებულებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსად.

1996–98 იყო საქართვ. სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის უფროსის მოადგილე, 1998–2001 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე.

2001-იდან არის საქართვ. ნავთობის საერთაშ. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ლ. დოლიძე