დუმბაძე გივი გრიგოლის ძე (16. II. 1925, ოზურგეთი, – 11. V. 1999, თბილისი), პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1994).
1952 დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1965–69 ხელმძღვანელობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლ. და ექსპერ. თერაპიის განყ-ბას, 1969–74 იყო ანალოგიური განყბის გამგე თბილ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში.
1974–99 იყო თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის ცენტრალური სამეცნ.-კვლევითი ლაბორატორიის (1994-იდან – თსსუ-ის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი) დირექტორი. იმავდროულად (1986–91) – ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში; დ. სწავლობდა ექსტრემალური მდგომარეობის პათოფიზიოლ. და ექსპერ. თერაპიას, აგრეთვე კორუნდოკერამიკული მასალის გამოყენებას ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში და სხვ. აქვს ორი გამოგონება: „კარდიოპოლიგრაფი" და „ცილიარული სხეულიდან ბიოპოტენციალების რეგისტრაციის მეთოდი".
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1990-იდან არჩეულია სრულიად საქართვ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტად. მონოგრაფიისთვის („ექსპერიმენტული სეფსისის პათოგენეზის საკვანძო საკითხები") დ. თანაავტორებთან ერთად დაჯილდოებულია თსსუ-ს მიერ დაწესებული "ილარიონ ქართველის" მედლით (1999).
თხზ.: ფსიქოფიზიოლოგიური სისტემურ-ანალიზური გამოკვლევის მეთოდი მედიცინაში, თბ., 1986 (თანაავტ.: გ. ვასაძე, ი. მიხელი).