დუმბაძე გიორგი მიხეილის ძე (1866, თბილისი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1913).
რუს. იმპერატორის საზაფხულო რეზიდენციის კომენდანტი ლივადიაში (ყირიმი). იმპერატორის ამალის გენ.-მაიორი, ნიკოლოზ II-თან დაახლოებული პირი.