დუმბაძე თამაზ სევერიანის ძე

დუმბაძე თამაზ სევერიანის ძე (დ. 1. I. 1936, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (1999).

დაუსწრებლად დაამთავრა მოსკ. ვაჭრობის ინ-ტი (1979). შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის №1 სამკერვალო ფ-კაში, შემდეგ იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მონაწილეობდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში (1989–90), ეროვნ. გვარდიის შექმნასა და მისი შემდგომი ფორმირების საქმეში. დ. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე (1992), საქართვ. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992–98), საქართვ. თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი (1998–2004).

არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (1998).

ლ. დოლიძე