დუმბაძე იოსებ ანტონის ძე (3. I. 1865, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914).
გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. სამხ. სამსახური ადრე დაიწყო. მონაწილეობდა 1904–05 რუს.-იაპონიის ომში. 1912-იდან მეთაურობდა ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის I საარტ. ბრიგადას.
დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.