დუმბაძე მიხეილ ანტონის ძე (16. II. 1858, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1913).
გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. მსახურობდა იმპერიის სხვადასხვა სამხ. ოლქში. მეთაურობდა პოლკს, ბრიგადას.
მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18).