დუმბაძე ნიკოლოზ ანტონის ძე (10. VII. 1854, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906). გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია და თბილ. სამხ. სასწავლებელი.
1876-იდან არმიაში იყო. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1877–78 ომში. 1902–04 მეთაურობდა ხოჯენტის სარეზერვო ბატალიონს, 1904–07 – 49-ე ბრესტის ქვეით პოლკს, 1907–11 – მე-3 გრენადერთა დივიზიის I ბრიგადას.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.