დუმბაძე ნინო იაკობის ასული

ნ. დუმბაძე

დუმბაძე ნინო იაკობის ასული (23. V. 1919, ოდესა, – 14. IV. 1983, თბილისი), სპორტსმენი (მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა).

პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი, სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1944), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1972). თბილ. „დინამოს" (1938–52) წევრი.

დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი (1955). იყო სსრკ ათგზის (მ. შ. ორგზის ხელყუმბარის ტყორცნაში), ევრ. ორგზის (1946, 1950) ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში, XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ბრინჯაოს პრიზიორი.

12 წელი მსოფლიო რეკორდსმენი იყო ბადროს ტყორცნაში. პირველი ოფიც. მსოფლიო რეკორდი (53,25 მ ) დაამყარა მოსკოვში (1948), მეორე (53,37მ ) – გორში (1951), მესამე (57,04მ ) – თბილისში (1952).

ნომინაციაში „საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი ქალი" დ. დასახელდა ნ. გაფრინდაშვილისა და ნ. სალუქვაძის შემდეგ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. გუგუშვილი