დუმბაძე რომან ნოდარის ძე (17. III. 1964, სოფ. ფუშრუკაული, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი – 21. 05. 2012, მოსკოვი), გენერალ-მაიორი (1998), 1987 დაამთავრა თბილ. უმაღლესი სამხ. საარტ. სასწავლებელი, 1999 – თსუ-ის ბათუმის სამართლის ინ-ტის იურიდ. ფაკ-ტი.
1987–91 მსახურობდა გდრ-ში განლაგებულ საბჭ. ჯარებში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად.
1992 დაბრუნდა საქართველოში და 1993-იდან მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში, იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი, 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური (1993–94).
2004 დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. მიესაჯა 17 წელი. 2008 აგვ. პოლიტ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცვალა რუსების მიერ დაპატიმრებულ 12 ქართველ სამხედრო პირზე.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).
ლ. დოლიძე