დუმბაძე სამსონ ანტონის ძე (2. II. 1866, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1938, გორი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915).
გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი და გენ. შტაბის აკადემია. მსახურობდა კავკასიის სამხ. ოლქის შტაბში. 1915-იდან მუშაობდა ქ. ომსკის სამხ. ოლქის მთ. ინჟინრად.
XX ს. 30-იან წლებში დააპატიმრეს. 8 წელიწადი სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში (მოსკოვი).
დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.